– პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ახლოს იყო შეთანხმის მიღწევასთან როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.
„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ შაბათს, 13 დეკემბერს, ევროპაში შეხვედრა იგეგმება:
„მივალთ, თუ რეალური შანსი იქნება. არ გვინდა დროის დაკარგვა. გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ასეთმა ომებმა შეიძლება გლობალური ესკალაცია გამოიწვიოს.
„ეს ყველაფერი დიდი მსოფლიო ომებით მთავრდება. თუ ყველა გააგრძელებს ამ თამაშების თამაშს, ისინი მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებიან. და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)