– პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე – ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს.
„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს – და პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას – მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რაც ამ ომს საშინელს ხდის არის ის, რომ ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც იღუპებიან, იზრდება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია