პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, - ინფორმაციასCNN-ი ავრცელებს.
მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას კანადასთან დაკავშირებით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გამოიყენებს არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა. „კანადა რომ აშშ-ს შეუერთდეს, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულიად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად ირგვლივ არიან. ერთად რა დიდი ერი იქნებოდა!!!“ - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.