ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: მე ომის დაწყების პასუხისმგებლობას ზელენსკის არ ვაკისრებ

დონალდ ტრამპი: მე ომის დაწყების პასუხისმგებლობას ზელენსკის არ ვაკისრებ

მე ომის დაწყების პასუხისმგებლობას ზელენსკის არ ვაკისრებ, მაგრამ არც ის მომწონს, რომ ეს ომი დაიწყო. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა. ასე რომ, არც მისით [ზელენსკით] ვარ კმაყოფილი და არც სხვა ადამიანებით, ვინც ამაში მონაწილეობს.

ეს ომია და მე ეს ძალიან კარგად ვიცი. ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს თემა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში. ბევრჯერ მქონია ამაზე საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ეს თითქოს მისი ოცნება იყო, მაგრამ არანაირი შანსი არ ექნებოდა, რომ ასეთ ნაბიჯზე წასულიყო, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი.

ახლა ვცდილობ, რომ გააჩეროს ომი, რადგან, როგორც იცით, რუსეთი ბევრად უფრო დიდია და უფრო ძლიერი სამხედრო ძალით [...] არ ვაბრალებ ზელენსკის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალედ იმუშავა. კარგი? დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მართლა, საერთოდ არ ვარ - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს იტალიის პრემიერმინისტრთან, ჯორჯია მელონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.