დონალდ ტრამპი – მექსიკის ახალ პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი მქონდა – ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა

დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მიგრაციის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„მექსიკის ახალ პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა, ფაქტობრივად ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაკეტვას“, – წერს დონალდ ტრამპი საკუთარ Truth Social-ის პლატფორმაზე.
მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ცნობით, დონალდ ტრამპს მიგრაციასთან დაკავშირებით მექსიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია აუხსნა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მექსიკის პოზიციას არა საზღვრების ჩაკეტვა, არამედ მთავრობებსა და ხალხებს შორის ხიდების აშენება წარმოადგენს“, – წერს მექსიკის პრეზიდენტი X-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება