– მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში

მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ძალიან პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ბრძანება გავეცი, რომ ორი ატომური წყალქვეშა ნავი იქნას განთავსებული შესაბამის რეგიონებში, მხოლოდ იმ შემთხვევისთვის თუ ეს სულელური და წამაქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები. სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად შეუძლიათ გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიყვანა, იმედი მაქვს, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არ იქნება“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, აქამდე მედვედევმა განაცხადა, რომ ტრამპი „რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს“ და „ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ ნაბიჯია“, მაგრამ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ „საკუთარ ქვეყანასთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა