– კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა

კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული დიდი რაოდენობით ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა. სანაცვლოდ, კუბა ვენესუელას ბოლო ორ დიქტატორს „უსაფრთხოების სამსახურებით“ უზრუნველყოფდა, მაგრამ ეს აღარ ხდება! – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ კუბელების უმეტესობა აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა და „ვენესუელას აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან“.
„ამ კუბელების უმეტესობა აშშ-ის გასული კვირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა და ვენესუელას აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან, რომლებსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვენესუელას ახლა ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა (ბევრად!) დასაცავად და ჩვენ დავიცავთ მათ. კუბაში აღარც ნავთობი და აღარც ფული წავა – ნული! მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს