არქივი11 სექტემბერი, 2024, 10:10
დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებზე - ეს იყო სამი ერთის წინააღმდეგ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ABC News-ის მოდერატორებს სატელევიზიო დებატების დროს მისი მეტოქის, კამალა ჰარისის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
"ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო დებატები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს იყო სამი ერთის წინააღმდეგ!" , - წერს ტრამპი TRUTH Social-ში.
შეგახსენებთ, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა, რომელსაც ABC News-მა უმასპინძლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.