ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დავუშვებ

დონალდ ტრამპი - ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დაუშვებს.
„არ დაუშვებ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას, ეს არ მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამ თემაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც ესაუბრა.
„მე ამას არ დავუშვებ. ვესაუბრე თუ არა მას - მე ეს გავაკეთე - მაგრამ არ ვაძლევ ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებას. საკმარისია. ახლა შეჩერების დროა“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საკმაოდ ახლოსაა.
„ვესაუბრეთ ბიბი ნეთანიაჰუს და ახლო აღმოსავლეთის ყველა ლიდერს, რომლებიც შესანიშნავი ადამიანები არიან და ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან და შესაძლოა, მშვიდობასთანაც კი“, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.