ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ირანს არაფერს ვთავაზობ და არც კი ვესაუბრები, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები

დონალდ ტრამპი - ირანს არაფერს ვთავაზობ და არც კი ვესაუბრები, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანს არ ესაუბრება და არაფერს სთავაზობს, რადგან შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის ბირთვული ობიექტები მთლიანად გაანადგურა.
„უთხარით ცრუ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს ვთავაზობ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მათ მილიარდები გადაუხადა სულელური ბირთვული იარაღის JCPOA-კენ [ყოვლისმომცველი მოქმედების ერთობლივი გეგმა] მიმავალი გზის ფარგლებში (რომელიც ახლა ვადაგასული იქნებოდა!) და არც კი ვესაუბრები მათ, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, კრის კუნსმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის დასკვნითი შეფასების გაკეთება, თუ რა ზიანი მიაყენა ამერიკულმა საჰაერო დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.