არქივი10 იანვარი, 2026, 23:10
დონალდ ტრამპი - ირანი თავისუფლებას ეძებს, აშშ მზად არის დახმარებისთვის

ირანი თავისუფლებას ეძებს, აშშ მზად არის დახმარებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!” - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. Sky News - ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.