არქივი7 მაისი, 2025, 02:08
დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე დარტყმებზე - სამარცხვინოა - უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ ავია იერიშებს სამარცხვინოს უწოდებს.
პაკისტანის წინააღმდეგ ინდოეთის დარტყმებთან დაკავშირებით კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პასუხობს: „სამარცხვინოა“.
„ამის შესახებ ახლახანს შევიტყვეთ, როდესაც ოვალური კაბინეტის კარებში შევდიოდით. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება“, - დასძენს ტრამპი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.