დონალდ ტრამპი – იმ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერენ მხარს, დამატებითი ტარიფები დაეკისრებათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დამატებით, 10%-იან ტარიფს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს.
პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ტარიფების შესახებ წერილები ქვეყნებს ორშაბათიდან გაეგზავნება.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შეერთებული შტატების ტარიფების შესახებ წერილები და/ან შეთანხმებები მიეწოდება ორშაბათიდან, 7 ივლისიდან. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უერთდება, დამატებითი 10%-იანი ტარიფი დაეკისრება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, BRICS-ი ათ ქვეყანას აერთიანებს : ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდონეზიას, ირანისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ამჟამად ბრაზილია BRICS-ის სამიტს მასპინძლობს. ჯგუფის ლიდერებმა კვირას ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ცალმხრივი სატარიფო და არასატარიფო ზომების ზრდასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)