ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - იმედგაცრუებული ვარ პუტინით - მას ვუთხარი: კარგად არ გამოიყურები, ქაღალდის ვეფხვი ხარ?

დონალდ ტრამპი - იმედგაცრუებული ვარ პუტინით - მას ვუთხარი: კარგად არ გამოიყურები, ქაღალდის ვეფხვი ხარ?

პუტინს ვუთხარი: კარგად არ გამოიყურები, ქაღალდის ვეფხვი ხარ? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი გენერლების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.
„ეს ყველაზე რთული [ომი] გამოდგა. იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. მეგონა, ის ამას დაასრულებდა. ეს ომი ერთ კვირაში უნდა დაემთავრებინა. ვუთხარი: „კარგად არ გამოიყურები“. 4 წელია იბრძვი ომში, რომელსაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა. ქაღალდის ვეფხვი ხარ?
ეს სამწუხაროა, მაგრამ, მგონია, რომ საბოლოოდ ამას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.