ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებში გავიმარჯვებ ერთი დღით დიქტატორი ვიქნები

დონალდ ტრამპი Fox News-ზე ჟურნალისტ შონ ჰანითისთან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ ერთი დღით ის დიქტატორი გახდება.
ჟურნალისტმა ტრამპს კითხვით მიმართა, დაპირდებოდა თუ არა პირდაპირ ეთერში ამერიკელ ხალხს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევებში არ გადააჭარბებდა თავის უფლება-მოვალეობებს და პოლიტიკური ოპონენტების დევნას არ დაიწყებდა. ამაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ამერიკელ ხალხს ამას დაპირდება, თუმცა გამონაკლისი გამარჯვების პირველი დღე იქნება.
"პირველ დღეს მინდა საზღვრები ჩავკეტო და ნავთობის მოპოვება დავიწყო. ამის შემდეგ აღარ ვიქნები დიქტატორი" - თქვა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ამ ინტერვიუს ამერიკელი დემოკრატები ეხმაურებიან და ამტკიცებენ, რომ ის შეუფერებელია და არაა მზად პრეზიდენტობისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.