ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელ შეხვედრაზე - იქ გაფრენაზე ვფიქრობდი, ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ სასარგებლო იქნება - მჯერა, ორივე ლიდერი იქ იქნება

დონალდ ტრამპი თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელ შეხვედრაზე - იქ გაფრენაზე ვფიქრობდი, ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ სასარგებლო იქნება - მჯერა, ორივე ლიდერი იქ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა ხუთშაბათს რუსეთ-უკრაინის შეხვედრისთვის სტამბოლში ჩავიდეს.
„იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პოტენციური შეხვედრისთვის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესანიშნავი მასპინძელი იქნება.
„ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრის პოტენციალი გვაქვს. ეს შეხვედრა არ შედგებოდა მე რომ დაჟინებით არ მომეთხოვა. შესაძლოა, შეხვედრამ კარგი შედეგი გამოიღოს და მჯერა, რომ ორივე ლიდერი იქ იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.