არქივი3 მარტი, 2024, 10:41
დონალდ ტრამპი: თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებ
იმ შემთხვევაში თუკი თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი დონალდ ტრამპი კვლავ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ქვეყანაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„პირველივე დღეს დავიწყებ ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკის სრულად გაუქმებას. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთანავე, დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს „ამაყი პოლიტიკური დისიდენტი“ და „თაღლითი რეჟიმის საჯარო მტერი“ უწოდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.