არქივი24 თებერვალი, 2025, 22:57
დონალდ ტრამპი - ზელენსკის შევხვდები, შეიძლება მიმდინარე ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს

შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შევხვდე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, არ იცის, თუ როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
„არ ვიცი როდის ვისაუბრებთ. რაღაც ეტაპზე პრეზიდენტ პუტინს შევხვდები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.