დონალდ ტრამპი – ვულოცავთ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია – მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პაპის გამოცხადებას ეხმაურება.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, დიდი პატივია, რომ ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპია.
„ვულოცავთ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან დასახელდა რომის პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა ამაღელვებელი და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)