დონალდ ტრამპი – ვიცი, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, აქედან გამოსვლა უნდა, ეს არეულობაა მისთვის – ჩემი აზრით, შეცდომაში შეჰყავთ, ძალიან გაკვირვებული ვარ, მეგონა, მარტივად მოვაგვარებდით

ვიცი, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, ეს არეულობაა მისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში მედიას განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინს განიხილავს პიროვნებად, რომელიც, მისი აზრით, შეცდომაში შეჰყავთ და „ძალიან გაკვირვებულია“, რადგან ეგონა, რომ მარტივად მოაგვარებდნენ.
“ვიცი, რომ შეთანხმების მიღწევა სურს [პუტინს], აქედან გამოსვლა უნდა, ეს არეულობაა მისთვის…
მას პიროვნებად განვიხილავ, რომელიც, ჩემი აზრით, შეცდომაში შეჰყავთ. ძალიან გაკვირვებული ვარ რეალურად. მეგონა, ამას მარტივად მოვაგვარებდით…
მაგრამ დამირეკა. როგორც იცით, ისინი ახლოს არიან ირანთან, ჩვენი დახმარება უნდოდა ირანთან დაკავშირებით და ვუთხარი: “არა, არა, შენთან შეთანხმებაში დამეხმარე, რუსეთთან”, – განაცხადა ტრამპა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)