პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას არ განვიხილავთ

დონალდ ტრამპი - ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას არ განვიხილავთ

ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„არა, ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნები ჰქონდათ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, ნარკოტიკების უდიდესი ნაწილი, რომელიც აშშ-ში ხვდება, „ვენესუელიდან მოდის“.
„ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ნარკოტიკები გადის. შემდეგ კი კანადიდან და მექსიკიდან შემოდის, მაგრამ უდიდესი ნაწილი ვენესუელიდან მოდის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან გამოსულ ნავს დაარტყა, რომელსაც არალეგალური ნარკოტიკები გადაჰქონდა. დონალდ ტრამპის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ნავზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელაში ნარკოკარტელების ობიექტებზე დარტყმების განხორციელების ვარიანტებს განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.