ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვაშინგტონში, ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს

დონალდ ტრამპი - ვაშინგტონში, ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს

ვაშინგტონში ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს!, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას.
„აშშ-ში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს! ყველა ღმერთმა დაგიფაროთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.
აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.