დონალდ ტრამპი – ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე – ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ

ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე – ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ბირთვულ კატასტროფად ქცეულიყო და მაინც მიწევს Wall Street Journal-ისა და სხვების წაკითხვა და მოსმენა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ და მეუბნებიან, რას ვაკეთებ არასწორად რუსეთ-უკრაინის არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „აქ ომის შესაჩერებლად არის და არა მის გასაგრძელებლად“.
„ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება იმ ადამიანების რჩევა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ კონფლიქტებზე და მათ შესაჩერებლად ვერაფრის გაკეთება შეძლეს. ისინი „სულელი“ ადამიანები არიან, რომელთაც საღი აზრი, ინტელექტი და გაგება არ გააჩნიათ და რუსეთ-უკრაინის კატასტროფის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებენ. ჩემი არასერიოზული და ძალიან შურიანი კრიტიკოსების მიუხედავად, მე ამას გავაკეთებ – ყოველთვის ვაკეთებ!“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან