დონალდ ტრამპი – ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ – ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით

ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჩინეთი უფრო დიდად დაზარალდა, ვიდრე აშშ“.
„სამუშაო ადგილებსა და ბიზნესს უკან ვაბრუნებთ. უკვე ხუთ ტრილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ეს კიდევ იზრდება. მტკიცედ დადექით, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგი ისტორიული იქნება. ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა ამავე რაოდენობის ტარიფებით უპასუხა.
ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთი პანიკაში ჩავარდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!