არქივი15 აგვისტო, 2025, 23:56
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში შეხვდნენ

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს.
ორმა ლიდერმა მათთვის გაშლილ წითელ ხალიჩაზე გაიარა და ერთმანეთს მიესალმნენ. ამის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოკლე გასაუბრება იყო. შემდეგ ლიდერები შეხვედრის ადგილისკენ ერთი ავტომობილით გაემართნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.