ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - გრენლანდიაში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი პროვოკაცია არ არის - ჩვენ იქ დაგვპატიჟეს

დონალდ ტრამპი - გრენლანდიაში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი პროვოკაცია არ არის - ჩვენ იქ დაგვპატიჟეს

გრენლანდიაში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი პროვოკაცია არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გრენლანდიიდან ბევრ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელთაც სურთ, რომ რაღაც მოხდეს და ისინი სათანადოდ დაცულები იყვნენ და მათზე იზრუნონ. ვფიქრობ, გრენლანდია არის ის, რაც შეიძლება ჩვენს მომავალში იყოს. ისინი გვეძახიან და ჩვენ იქ დაგვპატიჟეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში გრენლანდიას აშშ-ის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი იქნებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.