ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - გავიგე, რომ ირანი დღეს ღამით ისრაელს თავს დაესხმება - მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ სიტყვაზე არავინ ისაუბრებდა, რადგან ეს არ მოხდებოდა

პრეზიდენტი რომ ვიყო, ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შესახებ არავინ ისაუბრებდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Kick-ზე ინტერვიუს დროს განაცხადა.
„გავიგე, რომ ირანი ამაღამ ისრაელს თავს დაესხმება. ამაღამ მათ თავს დაესხმებიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია ახალი ამბებიდან მიიღო და საიდუმლო ინფორმაციას არ ფლობს.
„მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ სიტყვაზე არავინ ისაუბრებდა, რადგან ეს არ მოხდებოდა, 100%-ით“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.