ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ბოლო მომენტებზე ვართ ირანთან, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ძალიან მალე რაღაც მოხდება

დონალდ ტრამპი - ბოლო მომენტებზე ვართ ირანთან, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ძალიან მალე რაღაც მოხდება

ბოლო მომენტებზე ვართ ირანთან, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ძალიან მალე რაღაც მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ძალიან საინტერესო დღეები გვაქვს წინ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ბოლო მომენტებზე ვართ. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ…
დიდი რამ იქნება. საინტერესო დროა მსოფლიოს ისტორიაში, მაგრამ ირანთან ვითარება გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც მოხდება. ძალიან, ძალიან მალე. ვვარაუდობ, ძალიან მალე ილაპარაკებთ ამაზე.
იმედია, სამშვიდობო შეთანხმება გვექნება [ირანთან], არ ვლაპარკობ ძალაზე ან სისუსტეზე. იმას ვამბობ, რომ მირჩევნია სამშვიდობო შეთანხმების ნახვა, ვიდრე სხვა რამის. მაგრამ სხვა რამ პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხდა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.