ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი გვაქვს - ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ

დონალდ ტრამპი - ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი გვაქვს - ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობს რეალური შანსი „დიდების მისაღწევად“.
„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის, პირველად. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!!!”, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპმა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოთქვა ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ.
ტრამპს არ წარმოუდგენია ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამომავლო შეთანხმების კონკრეტული დეტალები, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები ისრაელისა და არაბი ლიდერების „ძალიან რთულ“ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.