ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე უკრაინაში ომს დაასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე უკრაინაში ომს დაასრულებს.
“ბრეით-ბართთან” ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას აპირებს. “ისინი ანადგურებენ მსოფლიოს გარკვეული ნაწილის სტრუქტურას. მე მსურს, რომ ეს იყოს მოლაპარაკების შედეგი და რომ ეს გაკეთდეს,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ მისი დემოკრატი ოპონენტი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააგრძელებს ომს და გააგრძელებს ასობით მილიარდი ამერიკული დოლარის გაგზავნას უკრაინაში. ტრამპის განცხადებით, ჰარისის უუნარობამ შეიძლება მსოფლიო გლობალურ ომში ჩაითრიოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.