არქივი21 სექტემბერი 2025, 10:53
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დააბრუნებს, „ცუდი რაღაცები“ მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "ცუდი რაღაცები" მოხდება, თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლს შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს.
„თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ამშენებელს, ცუდი რაღაცები მოხდება!!!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ასევე, მან პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ავღანეთის წარმომადგენლებთან საუბრობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.