-ში სამგზავრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახებაზე – ცუდი ვითარებაა, რომლის თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო

ცუდი ვითარებაა, რომლის თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო, – ასე ეხმაურება -ის პრეზიდენტი, აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფას.
„თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავზე შუქები ანთებული იყო, ვერტმფრენი მაღლა რატომ არ ავიდა, ან რატომ არ დაეშვა ან რატომ არ შემობრუნდა? ცუდი ვითარებაა, რომლის, როგორ ჩანს, თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო. კარგი არ არის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის

ლიკა ბასილაია-შავგულიძე: მარიამ ლაშხმა უნდა თქვას ვინ ესწრებოდა ასეთ შეხვედრას, კონკრეტული სახელები და გვარები ამერიკის წარმომადგენლების, თუ ევროპის წარმომადგენლების, თუ არ იტყვის, ესე იგი…