ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

დონალდ ტრამპი აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს.
ტრამპის თქმით, ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შევა, თუმცა, ავტომობილების ნაწილებზე დამატებით თანხის გადახდა კომპანიებს, სავარაუდოდ, მაისიდან მოუწევთ.
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, არის თუ არა შანსი, რომ ტარიფები გაუქმდეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება "უცვლელია"
"თუ მანქანებს აშშ-ში ააწყობ, მაშინ არ იქნება არანაირი ტარიფები" – თქვა ტრამპმა.
2024 წელს აშშ-ში დაახლოებით 8 მილიონი ავტომობილის იმპორტირება მოხდა, რომელთა ჯამური ღირებულება $240 მილიარდამდე შეადგენს. აშშ-სთვის ავტომობილების მთავარი მიმწოდებლები მექსიკა, სამხრეთ კორეა, იაპონია, კანადა და გერმანია არიან.

tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.