-მა ვენესუელაში დაარტყა ობიექტს, სადაც ნავების ნარკოტიკებით დატვირთვა ხორციელდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, -მა ვენესუელაში დაარტყა ტერიტორიას, სადაც ნავების ნარკოტიკებით დატვირთვა ხორციელდებოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონმა ვენესუელაში სახმელეთო ოპერაციები განახორციელა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ ზეწოლის კამპანიის დაწყების შემდეგ.
„ნავმისადგომთან ახლოს, სადაც ნარკოტიკებით ტვირთავენ ნავებს, ძლიერი აფეთქება მოხდა. ჩვენ ყველა ნავს დავარტყით, ახლა კი ტერიტორიას, ეს არის განხორციელების ადგილი და ის აღარ არსებობს“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, განახორციელა თუ არა თავდასხმა ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ, ტრამპმა უპასუხა: „ამის თქმა არ მინდა. ზუსტად ვიცი ვინ იყო, მაგრამ არ მინდა ვთქვა“.
გუშინ, CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მიმდინარე თვეში ვენესუელას სანაპიროზე მდებარე საპორტო ობიექტზე დრონით თავდასხმა განახორციელა. CNN-ის ცნობით, დარტყმის სამიზნე შორეული დოკი იყო, რომელსაც აშშ-ის მტკიცებით, ვენესუელური დაჯგუფება „ტრენ დე არაგუა“ ნარკოტიკების შესანახად და ნავებში გადასატანად იყენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)