ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა - ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია... თუ ასე შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ

დონალდ ტრამპი: არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა - ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია... თუ ასე შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის ჩავა თუ არა რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ეს განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან, საუდის არაბეთში ყოფნისას გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, ტრამპის თქმით, ის "ყოველთვის განიხილავს" ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ტრამპმა საუდის არაბეთი უკვე დატოვა და კატარში გაემგზავრა.

"ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია...მე არ ვიცი იქნება თუ არა ის [პუტინი] იქ, თუ მე არ ვიქნები. ამას გავიგებთ. თუ ასე შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ ამაზე [თურქეთში ვიზიტზე] ვიფიქრებ", - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა დასძინა, რომ შესაძლოა, ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვიოს.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.