დონალდ ტრამპი არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს ბრიტანეთის მმართველ პარტიას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში იჩივლა და დიდი ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტია არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
საჩივრის თანახმად, ამ პარტიის აქტივისტები საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ეხმარებიან დონალდ ტრამპის მეტოქეს, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისს. ტრამპის შტაბის განცხადებით, ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი წევრები დაიქირავა და ამერიკის კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში ჰარისის კამპანიაში მონაწილეობისთვის გაგზავნა, რაც აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მცდელობაა.
დონალდ ტრამპის შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს კამპანიაში უცხოელების უკანონო მონაწილეობის ფორმით არჩევნებში უხეშად ჩარევის ფაქტი.
ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს ინფორმაციით, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ში გაემგზავრნენ როგორც კერძო პირები და მათ პარტია არ აფინანსებს. შესაბამისად, კანონი არ დარღვეულა.
BBC-ს რედაქტორი ჩრდილოეთ ამერიკაში სარა სმიტი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის თანამშრომლობა სიახლე არ არის და ათწლეულებია რეგულარული და საჯარო ხასიათი აქვს, ისევე როგორც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კონტაქტებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი კამალა ჰარისის მონაწილეობით. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, მათი რეიტინგი თითქმის თანაბარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან