ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - „ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ

დონალდ ტრამპი - „ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.
„მოხარული ვარ, ვაცნობო ჩვენს მრავალრიცხოვან აშშ-ის პატრიოტებს, რომ „ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ. ასევე, გავცემ მკაცრ რეკომენდაციას, რომ „ანტიფას“ დამფინანსებლები საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად,“ - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რიგმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ ულტრამემარცხენეების „ძალადობის წამქეზებელ კოორდინირებულ მცდელობას“. ამ განცხადებებმა პროტესტი გამოიწვია ზოგიერთი „დემოკრატის“ მხრიდან, რადგან მიაჩნიათ, რომ ტრამპი საბაბს ქმნის განსხვავებული აზრის, საპირისპირო შეხედულებების ჩასახშობად.
„ანტიფა“, „ანტიფაშისტების“ შემოკლებული ფორმა, არ არის სტრუქტურირებული ჯგუფი, ის უფრო სოციალური მოძრაობაა. CNN-ის განმარტებით, აშშ-ში უკანონოდ ითვლება მატერიალური მხარდაჭერის გაწევა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მთავრობის მიერ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის გამოცხადებული, თუმცა ადგილობრივი ჯგუფებისთვის ანალოგიური კანონი არ არსებობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.