ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ალექსეი ნავალნის უეცარი გარდაცვალებით კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება

ალექსეი ნავალნის უეცარი გარდაცვალებით კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ეს ნელი, სტაბილური პროგრესია, რადგან კორუმპირებული, რადიკალური მემარცხენე პოლიტიკოსები, პროკურორები და მოსამართლეები განადგურების გზაზე მიგვიძღვებიან. ღია საზღვრები, გაყალბებული არჩევნები და სასამართლო დარბაზში მიღებული ზედმეტად უსამართლო გადაწყვეტილებები ამერიკას ანადგურებს. ჩვენ ვართ ერი, რომელიც დაცემას განიცდის, არშემდგარი სახელმწიფო ხდება, MAGA2024“, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.