ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი იწყება

ნიუ-იორკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი იწყება.
სასამართლო პროცესი აშშ-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან დონალდ ტრამპი ქვეყნის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
დონალდ ტრამპს ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებისთვის ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალი 34 პუნქტით წაუყენა. საქმე 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 დოლარის გადახდას ეხება. 2018 წელს სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მაიკლ კოენს 3 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ექვსიდან რვა კვირამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.