ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის მრჩეველი - რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია

დონალდ ტრამპის მრჩეველი - რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ეს არის საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინა პლანზე აყენებს, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება“, - განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის მიღწევა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისა და განადგურების შეჩერებაა.
ამასთან, ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის ადმინისტრაციის ახალ გეგმაზე, რომლის მიზანიც, მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასრულებაა.
შეგახსენებთ, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლოდ თანამშრომლობს რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესამუშავებლად. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, გეგმა უკვე გააცნეს უკრაინას, რომელიც მას მიუღებლად მიიჩნევს. მოგვიანებით, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში კატარი და თურქეთი მონაწილეობენ და რომ ისინი მხარს უჭერენ აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.