ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მხარეებთან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრობენ

დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მხარეებთან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრობენ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მხარეებთან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრობენ.
ამის შესახებ უოლცმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობასთან ახლა იმაზე უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, რაც ამერიკის პრეზიდენტის დამსახურებაა, რომელიც ორივე მხარეს ესაუბრება.
„პროგრესი იქნება შემდეგი: გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ეს დაუყოვნებლივ ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ. ახლა ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადაადგილება და შავ ზღვაში ვაჭრობის დაწყება. შემდეგ ვისაუბრებთ კონტროლის ხაზზე, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივ წინა ხაზებს. ეს უკვე შედის ისეთი დეტალების განხილვაში, როგორიცაა ვერიფიკაციის მექანიზმები, მშვიდობის დაცვა, ხაზების გაყინვა იქ, სადაც ისინი არიან. და შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო ფართო და მუდმივი მშვიდობა, რაც იქნება ტერიტორიების, რაღაც ტიპის განხილვა მუდმივი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რაზეც უკრაინელები საუბრობდნენ ან საუბრობენ, როგორც უსაფრთხოების გარანტიები“, – აღნიშნა უოლცმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რა არის საუდის არაბეთში დაწყებული მოლაპარაკებების მიზანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.