დონალდ ტრამპის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში – პრეზიდენტ ტრამპს ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკების დასაწყებად 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა

თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, კევინ ჰასეტი უარყოფს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ამერიკელ მომხმარებლებს უფრო ძვირი დაუჯდებათ.
„ფაქტია, ქვეყნები გაბრაზებულები არიან და სამაგიეროს იხდიან და, სხვათა შორის, [მოლაპარაკებების] მაგიდასთან მოდიან. მივიღე ანგარიში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისგან, რომ 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა პრეზიდენტს მოლაპარაკების დასაწყებად. ისინი ამას აკეთებენ, რომ ესმით, ბევრი ტარიფი ეკისრებათ. არ ვფიქრობ, რომ დაინახავთ დიდ ეფექტს მომხმარებელზე აშშ-ში“, – აღნიშნა კევინ ჰასეტმა.
კითხვაზე, რატომ არ შეიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ტარიფები უწესდებათ, ჰასეტმა უპასუხა: „აშკარაა,რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ორი საკითხი არ გაეერთიანებია.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით სრულიად განსხვავებულად მოექცევიან, მაგრამ რუსეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელიც არ ექვემდებარება ახალ ტარიფებს, არა? მოლაპარაკების შუაში არიან“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა