დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს

-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
58 წლის რაიან რუთი, რომელსაც ბრალად -ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ედება, წაყენებულ ხუთ ფედერალურ ბრალდებას არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს.
ცნობისთვის, რაინ რუთი 15 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა და სამართალდამცავებმა „აკ-47“, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”