ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების დეპარტამენტის დახურვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების დეპარტამენტის დახურვას გეგმავს.
ვაშინგტონში, „რწმენის და თავისუფლების კოალიციის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ყველაფერს დაუბრუნებს აშშ-ის შტატებს, სადაც მათ შეეძლებათ, განათლების ინდივიდუალიზაცია და ბავშვების სიყვარულით საქმიანობა.
აშშ-ში განათლების დეპარტამენტის დახურვას მხარს უჭერს ბევრი კონსერვატიული ქრისტიანი, რომლებიც ფედერალურ მთავრობას რწმენაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
დონალდ ტრამპი შეეხო აბორტის საკითხსაც და თქვა, რომ აბორტის შეზღუდვა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალური შტატის საფუძველზე.
ტრამპმა ქრისტიანებს არჩევებზე ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.