პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის მისი „სამშვიდობო წინადადება" საბოლოო არაა

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის მისი „სამშვიდობო წინადადება" საბოლოო არაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის მისი „სამშვიდობო წინადადება" საბოლოო არაა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინისთვის „სამშვიდობო წინადადება” საბოლოო არის თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „არა, საბოლოო [წინადადება] არაა”.
„მშვიდობის მიღწევა გვინდა. დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უკრაინის რუსეთთან ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ის არასდროს მოხდებოდა. მის დასრულებას ვცდილობთ. ასე თუ ისე, მისი დასრულება გვსურს", - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.