დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში რეჟიმის ცვლილება „საუკეთესო რამ იქნებოდა“

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში რეჟიმის ცვლილება „საუკეთესო რამ იქნებოდა“.
კითხვაზე, სურს თუ არა ირანში რეჟიმის ცვლილება, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება მოხდეს“.
„კარგი იქნებოდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს მოვაგვარებდით. იქ ძალიან დიდი ძალა ჩავიდა, დამატებით კიდევ ერთი ავიამზიდი მალე გაემგზავრება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, კითხვაზე, ვის ისურვებდა ირანის მმართველად, ტრამპმა უპასუხა, რომ „არიან ადამიანები“.
Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მიერ ბრძანების გაცემის შემთხვევაში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი ოპერაციისთვის ემზადებიან.
თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ გამოცემას განუცხადა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ირანთან დაკავშირებით ყველა ვარიანტს განიხილავს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის