არქივი12 იანვარი, 2026, 08:52
დონალდ ტრამპის განცხადებით, ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე ისაუბრებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელთან, მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე საუბარს გეგმავს.
„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა მასკის კომპანია SpaceX-თან, რომელიც ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს.
ირანიდან ინფორმაციის მიღებას ხელს უშლის ის, რომ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ, მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.