დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელას სანაპიროსთან ნარკოტიკებით მოვაჭრეების ნავს დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი

ვენესუელას სანაპიროსთან მცურავ ნავზე -ის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ჯგუფს გულისხმობდა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკებით ვაჭრობდა და დაკავშირებული იყო უკანონო ნარკოტერორისტულ ქსელებთან. დარტყმის შედეგად გემზე მყოფი ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა“, – დაწერა ტრამპმა.
2 სექტემბრის შემდეგ, ტრამპმა კარიბის ზღვაში სულ მცირე ხუთ ნავზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რომლებსაც, აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცებით, აშშ-ში ნარკოტიკები გადაჰქონდათ. საერთო ჯამში, დაღუპულია 27 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც