ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება არ მიუცია

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება არ მიუცია.
აშშ-ის პრეზიდენტი გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას დასავლელი პარტნიორების მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა.
დონალდ ტრამპმა WSJ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ყალბი ამბავი“ უწოდა.
„აშშ-ს ამ რაკეტებთან კავშირი არ აქვს. არ აქვს კავშირი იმასთან, თუ საიდანაც მოხდება მათი მიწოდება ან როგორ გამოიყენებს უკრაინა მათ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.