ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლები ახლა რუსეთში მიემგზავრებიან

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლები ახლა რუსეთში მიემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება განიხილონ.
როგორც BBC-ი წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა.
კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები „მიდიან რუსეთში ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ .
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიიღო „პოზიტიური გზავნილები“ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციალის შესახებ, თუმცა, მისი თქმით, „პოზიტიური მესიჯი არაფერს ნიშნავს”.
"[ეს] ძალიან სერიოზული სიტუაციაა”, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდება.
„თუ ასე მოვიქცევით, ვფიქრობ, ეს იქნება ამ საშინელი სისხლისღვრის [დასრულებამდე] გზის 80%”, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.